დილიდან წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონის და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა,რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი,მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად დაესწრო.
„ვანელობის“ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, 2010 წლის 2 ივნისს ,წმინდა ნინოს მშობლების,ზაბულონის და სოსანას სახელობის, ვანის საკათედრო ტაძრის კურთხევას უკავშირდება.
დღესასწაულის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სხვა და სხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები იმართება, ეს არის ნამდვილი სახალხო ზეიმი. თუმცა წელს სამწუხაროდ არსებული პანდემიის ფონზე „ვანელობის“ აღნიშვნა მოკრძალებულად გვიწევს.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, საკუთარ კაბინეტში წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
საჯარო სკოლის წარმატებით დასრულებისა და ოქროს მედლების მოპოვებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 სკოლის 8 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა.
„თქვენ ხართ ჩვენი მომავალი ,რომელსაც იმედით შევყურებთ, წარმატების მიღწევა არ არის ადვილი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის და გისურვოთ კიდევ მრავალი მწვერვალის დაპყრობა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.“- განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას.
2020-2021 სასწავლო წლების ოქროსმედალოსანთა სია ასე გამოიყურება:
ქ.ვანის #2 საჯარო სკოლა: თორნიკე თევზაძე , რევაზ კორძაძე.
შუამთის საჯარო სკოლა: ხატია ადეიშვილი.
სალხინოს საჯარო სკოლა: თათინა ადეიშვილი.
ზეინდრის საჯარო სკოლა: ანა ფუტკარაძე.
სალომინაოს საჯარო სკოლა: ლალი თათელიშვილი, ანა სანიკიძე, თინათინ ქარჩხაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.