პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო
30-10-2015, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი, 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები სოფელ როშკაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნეს.


როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვეტმფრენით იყო შესაძლებელი. საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2017 წლიდან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სრულიად ახალი გზა დააკავშირებს. გზის მშენებლობის შემდეგ მშობლიურ სოფელში რამდენიმე ათეული ოჯახი დაბრუნდება. პროექტის ღირებულება - 10 900 000 ლარია.


აღსანიშნავია, რომ გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვირსპირა სოფელში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან ზამთარში მხოლოდ 2 ოჯახი რჩება ადგილზე. შესაბამისად, აღნიშნული გზის მშენებლობას ამ მხარის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც.


აღნიშნული გზის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა და მას საუკუნის პროექტი უწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი