ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის
03-06-2021, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ქვეყნის მთავარი ამოცანაა, რომ გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და უკრაინას შორის.

 

 

„ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის.

 

 

ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და ყოველთვის მოხარული ვიქნებით მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერის თმით, არსებობს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტად გაძლიერდეს ქვეყნებს შორის არსებული ისედაც ძლიერი ურთიერთობები.

 

 

„ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, ყველა ძალიან ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს ჩამობრძანებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი