ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე საუბარი რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპაციის მძიმე შედეგებს შეეხო
03-06-2021, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის განსაკუთრებულ მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

 


მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულების მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის საერთო გამოწვევას - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპაციის მძიმე შედეგებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ფართოვდება და სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გასაზრდელად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. ასევე, ხაზი გაესვა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

 

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

 

 

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას თანამშრომლობას. მხარეების შეფასებით, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სუამის ფორმატებში თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის კარგი შესაძლებლობაა.

 

 

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ - უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ოლეკსანდრ ტკაჩენკო, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ოლენა კოტლიაროვა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი; ხოლო, საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი