ბაგები-წყნეთის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე სანათი წერტილების მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასა და "სინათლის ქალაქის" დირექტორ ვასილ ხორავასთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე 260 გარე-განათების ბოძი შეიღება. სანათი ბოძების სამღებრო სამუშაოებზე "სინათლის ქალაქის" 30 თანამშრომელი და 12 ერთეული ტექნიკა მუშაობდა.
სანათი წერტილების მოწესრიგების სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოების დაწყებიდან დღემდე, დედაქალაქის მასშტაბით, სულ 8 000-მდე სანათი წერტილი შეიღება.
"სამუშაოები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული რესურსით, კიდევ 7 000-ზე მეტი სანათის შეღებვას შევძლებთ. ამინდის შესაბამისად, მაქსიმალური დატვირთვით ვიმუშავებთ, რომ დედაქალაქი უფრო მეტად გალამაზდეს",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.