სააკაშვილსა და გვრამაის, ასევე სააკაშვილსა და ბოკერიას შორის საუბრების აუდიო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
"გუშინ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, პატრია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარატამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ამა წლის 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე ჩატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს", - განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც იზორიამ განაცხადა, გამოძიება და დაკითხვებიც გაგრძელდება. მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინაში შესაბამის უწყებებს, შესაბამისი ინფორმაციების მოპოვების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.