თავდაცვის სფეროსა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების გაცნობის მიზნით, პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ქვეით ბრიგადას საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ სტუდენტებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, დისლოკაციის ადგილები, ამოცანები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.
მოგვიანებით სტუმრებმა ბრიგადის ინფრასტრუქტურა, კლასები, სპორტული დარბაზები, ყაზარმები დაათვალიერეს და ქვედანაყოფის ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ. სტუდენტებმა ჯარისკაცის ულუფაც დააგემოვნეს.
ვიზიტის დასასრულს, პირველი ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანი საზოგადოებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთერთობებისა და თავდაცვის ძალების ამოცანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი თავდაცვის ძალების პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
მსგავსი ტიპის ვიზიტები და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით სამხედრო ბაზებზე რეგულარულად იმართება. ქვედანაყოფებს სტუდენტები, მოსწავლეები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ჯარისკაცის ყოველდღიურობას ეცნობიან.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.