პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს, - ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე თბილისში ბაზირებული აშშ-ის საელჩო წერს.
საელჩოს ცნობით, საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.
მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.