ირაკლი ღარიბაშვილი 12:00 საათზე, საგანგებო განცხადებას გააკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, პრემიერი, მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთებს კომენტარს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.