სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გლობალური პროგრამის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის პროექტის ოფიცერს მარიკა ქურდაძეს და ოფისის წარმომადგენელს ლელა ბაქრაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკები სამხრეთ კავკასიაში“ გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს პროგრამას „გენდერული ნიშნით სქესის, შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც ხორციელდება სამთავრობო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთნ ერთად სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად (ქართულ-სომხურ ენებზე) „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“ ქალებისა და მამაკაცების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო პროფესიონალების და მედიის მონაწილეობით ტრენინგების ჩატარებას.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, რწმუნებულის მოადგილეები, შალვა ბერძენიშვილი, დავით ლომიძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.