თამარ გაბუნია: მოსახლეობის 60%-ის აცრას წლის ბოლომდე რომ მივაღწიოთ, დღეში 20 000-25 000 ადამიანის აცრა მოგვიწევს
04-06-2021, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კარგია, რომ ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად 5 000-მდე ადამიანი იტარებს ვაქცინაციას, მაგრამ სამიზნეს – მოსახლეობის 60%-ის აცრას წლის ბოლომდე რომ მივაღწიოთ, დღეში 20 000-25 000 ადამიანის აცრა მოგვიწევს, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ვაქცინების მოწოდების ტენდენციასთან დაკავშირებით იმედისმომცემი სურათია.

 


„ჩვენ შეთანხმებები გვაქვს სხვადასხვა მომწოდებელთან, რაც ჯამურად ქმნის 3.7 მილიონ დოზას, ეს გვჭირდება მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის. უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზეც და მოგვიწევს ფიქრი იმაზე, რამდენად შევძლებთ მოზარდებზე ვაქცინაციის განვრცობას“, თქვა თამარ გაბუნიამ.

 


მისივე თქმით, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია.

 


„ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა. ასევე მიდის მუშაობა „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“ დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან – „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვოვაქსის“. „ნოვოვაქსის“ შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი“, განაცხადა თამარ გაბუნიამ და დაამატა, რომ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ეტაპობრივად დაემატება დაწესებულებები, რომლებიც ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი