ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ამოწმებს
04-06-2021, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს.

 

 

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ლიცენზია 2015 წლის აპრილში გასცა. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შესაბამისად, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სააღმზრდელო პროგრამა, ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის პერსონალი, ინფრასტრუქტურა, აღსაზრდელებს უნდა შესთავაზონ შესაბამისი კვებითი რაციონი, და ა.შ.

 


კანონის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა უვადოდ და აღნიშნულ დაწესებულებას არასდროს ჰქონია შეჩერებული/შეწყვეტილი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.

 


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დაწესებულებებს ამოწმებს საქართველოს მთავრობის N 66 დადგენილების, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 


სააღმზრდელო დაწესებულებებს, კანონმდებლობით ევალებათ, საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ყოველწლიური ანგარიშგების წარმოდგენა. ნინოწმინდის დაწესებულებას, ანგარიშგების შევსებული ფორმა წარმოდგენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

 


დაწესებულების მიერ 2017-2018 წლებში არ მოხდა ანგარიშგების წარმოდგენა, რის გამოც რეგულირების სააგენტომ, როგორც 2017 ისე 2018 წლებში განახორციელა ადგილზე ვიზიტი, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების გადამოწმების მიზნით.

 


შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს.

 


რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სერვისის მიმწოდებლების შერჩევითი კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესებთან დაკავშირებით.

 


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგულირების სააგენტოს მანდატი შემოიფარგლება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ბავშვთა 24 საათიან დაწესებულებებში, მათ შორის ნინოწმინდის დაწესებულებაში, აღსაზრდელების კანონიერი წარმომადგენელი არის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს სააღმზრდელო დაწესებულებებში ჩარიცხული ბენეფიციარების უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი