1848 წლის 25 ნოემბერს ტფილისში მოეწყო ხიდის (ვორონცოვის ხიდი) ძირითადი ბურჯის საძირკველში პირველი ქვის ჩადების ცერემონია. მტკვრის ორივე ნაპირზე ზღვა ხალხი იყო.
მდინარეზე მსხვილი აგურის ყრილით გაკეთებული იყო ბილიკები. შუა წელზე, სადაც მთავარი საყრდენია ეს ბილიკები უერთდებოდა წრიულად „კაშხლებით“ შემოკავებულ ადგილს, რომელიც „არქიმედეს ხრახნით“ წყლისაგან ინტენსიურად იცლებოდა. ერთ-ერთ ჯებირზე მოწყობილი იყო გადახურული სივრცე, სადაც ეგზარხოსი და სხვა სასულიერო პირები ელოდა მის ბრწყინვალება მეფისნაცვალ ვორონცოვს. სამი საათისთვის სამხედრო მუსიკის და ზურნის ხმებმა აუწყეს მისი მობრძანება.
დაიწყო წირვა, ყველამ მოიხადა თავსაბურავი, ზურნაც დადუმდა და მხოლოდ მგალობელთა ხმები ათბობდა ისედაც თბილ ჰაერს. ლოცვის შემდეგ თავადი ვორონცოვი და სხვანი, ხალიჩებიანი კიბით დაეშვნენ შემოკავებულ და უკვე ამომშრალ ადგილისკენ, ასხურეს ნაკურთხი წყალი და ბალავარის პირველ ფენაში ჩადეს სპილენძის ფირფიტა ამ შემთხვევისთვის საჭირო წარწერით. ასე დამთავრდა ხიდის პირველი ქვის ჩადების ცერემონია.
ისევ აჟღერდა სამხედრო მუსიკა და ზურნა, გაშლილ სუფრაზე დაპატიჟეს მოწვეულები, თუმცა სხვათაც შეეძლოდ სუფრასთან მისვლა. კონრაგენტებს არ უძუნწიათ და ყველა მსურველს გაუმასპინძლდნენ. მიწაზე გრძელ რიგად ჩამომჯდარმა ქვისმთლელებმა და დურგლებმა, რომლებიც მიიწვიეს სუფრასთან, კარგად იზეიმეს და მოილხინეს საღამოს 8 საათამდე.
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.