ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბექირ პაკდემირლს შეხვდა
04-06-2021, 18:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლს შეხვდა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთში მის სახელმწიფო ვიზიტს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქართული დელეგაციის გულთბილი დახვედრისთვის და მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ასეთი ვიზიტები ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს.

 

 

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 27.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 91%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

რაც შეეხება იმპორტს, თურქეთიდან საქართველოში 2020 წლის მონაცემებით, იმპორტირებულია 114.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. აღინიშნა, რომ თურქეთიდან აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი, 2019 წელთან შედარებით, 4%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა.

 

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თურქეთის მიერ გაწეული დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიმართ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია ეხმარება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი