„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას და მისი ჯგუფის დაჭერაზე ფიქრობს და დაპატიმრებები სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით მოხდება.
„სამწუხაროდ, ბატონი ირაკლი კობახიძე, თანდათანობით, სრულად ემსგავსება სტალინური სისხლიანი რეპრესიების ავტორს, ეჟოვს, რომელმაც მუსრი გაავლო სტალინის მოწინააღმდეგეებს და ბოლოს თვითონვე იქნა დახვრეტილი. აი, ზუსტად იმ გზაზე დგას ირაკლი კობახიძე. ეს არის უდიდესი სისულელე და ეს არის ივანიშვილის ავადმყოფური ფანტაზიების რეალიზაცია კობახიძის საინფორმაციო ღრუთი. გახარიას ჰყავს თავისი პატრონები - რუსეთის საგარეო დაზვერვა, ნარიშკინი და კრემლი, რომელთაც აამუშავეს სარეზერვო რესურსი გახარიას სახით, იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილს რამე დაემართება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადია. სააკაშვილს სხვა ძალები უდგას უკან, ამას სხვა, მაგრამ რამე ბმა და თან მით უმტეს თებერვლის დღეებში, ეს გამორიცხულია. იქ მყოფი პარტიები, საერთოდ წინააღმდეგი იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის და მისი პოლიტიკაში ჩართვის და ვინ ჩამოიყვანდა სააკაშვილს ზარ-ზეიმით სარფიდან და როგორ გააკეთებდნენ მერე კოალიციურ მთავრობას პარტიების გარეშე გახარია და სააკაშვილი, ეს არის, ვიმეორებ, ივანიშვილის ავადმყოფურ ტვინში მოხარშული“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მან კობახიძის განცხადების მიზანზე საუბრისას თქვა: „მიზანი, როგორც ჩანს, უკიდურეს შემთხვევაში, აპირებენ დაჭერას მაგ ჯგუფის. ეს დაჭერა განხორციელდება ალბათ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. ამას აპირებენ, ალბათ საქმეც ექნებათ აღძრული. ჯერ შეეცდებიან, რომ შეაშინონ, ისედაც შეშინებულია, ერთი სიტყვა ვერ წამოსცდა ბიძინა ივანიშვილზე, გამქრალია შიშისგან, ლანდია. ჯერ შეეცდებიან, რომ ამ ფორმით იმოქმედონ და შემდეგ დაიწყებენ დაჭერებს“, აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.