ფოტო: ბადრი ვადაჭკორია
აბასთუმნის ტერიტორიაზე მეორე დღეა, ექვს ახალგაზრდას ეძებენ. ისინი ნაკრძალში სალაშქროდ იყვნენ წასული. მათი კვალი გუშინ დილით დაიკარგა, როცა ახალგაზრდებს ოჯახის წევრები ვერ დაუკავშირდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის მონაკვეთზე სამძებრო სამუშაოები მეორე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია 40 მეხანძრე-მაშველი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საფრენ აპარატებს – დრონებსაც იყენებს. ამასთან, მეხანძრე- მაშველებს უკვე რეინჯერებიც ეხმარებიან. სამძებრო ღონისძიებებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს 30 რეინჯერია ჩართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.