სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 8 ივნისიდან განაახლა ადგილზე მომსახურების სერვისი. ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგეტოს ცნობით, პირებს, რომელთაც სურთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებით ადგილიდან გაუსვლელად სარგებლობა, მაგალითად: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, კვალიფიციური ხელმოწერისთვის საჭირო PIN/PUK კოდების აღდგენა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა და სხვ. შეუძლიათ, ადგილზე მომსახურების ელექტრონული განაცხადი შეავსონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge.
„შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, სააგენტოს თანამშრომლები სერვისის პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისი წესების დაცვით.
70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია, ადგილიდან გაუსვლელად პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის პირველად მისაღებად განსხვავებული წესი მოქმედებს – ამ კატეგორიის პირებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოა. ადგილზე სერვისის მისაღებად, დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე – 2 40 10 10 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც სააგენტოს თანამშრომლები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისი წესების დაცვით, განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად მოქალაქეს 10 დღის ვადაში, მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.