ქ. ხობის კულტურის სახლში პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ახალაგზრდებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „განათლების და განვითარების ცენტრი „თოლისკურის“ წარმომადგენლების ხელშეწყობით, 6 თვის განმავლობაში პროექტში ჩართულობაზე და განხორციელებულ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე წარმოადგინეს თემატური ნამუშევრები ნახატების სახით.
პროექტის მიზანი ქართველ ახალგაზრდებში მედია წიგნიერბის უნარების გაზრდა და კრიტიკული აზროვნებაა, რათა მათ შეძლონ საკუთარ თემში დემოკრატიულ პროცესების აქტიური ხელსეწყობა. მიზნობრივი ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ახალგაზრდებით, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ეცნობოდნენ პროექტით გათვალისწინებულ დოკუმენტურ ფილმებს. ფილმების ფასილიტაციას ახორციელბდა ანი ბუკია და გვანცა კიკალეიშვილი.
პროექტი განხორციელდა PEOPLE IN NEED ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს TRANSITION (ტრანზიშენ) პროგრამის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანზიაციის წარმომადგენლები.
ინფორმაციას ხობის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.