სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს
08-06-2021, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს.

 


სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მე-4 მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები, რომლებმაც ჯგუფებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს. სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის ზურგში ერთობლივი ასიმეტრიული და არაკონვენციური ბრძოლების წარმოება იყო. კულმინაციურ სწავლებაში შერწყმულმა ქვედანაყოფებმა ტერორისტების მიერ დაკავებულ სტრატეგიულ ობიექტზე რეიდის ოპერაცია ჩაატარეს. დასკვნით სწავლებას ამერიკელი სამხედროები აკვირდებოდნენ, რომლებმაც გაერთიანებული ჯგუფების მოქმედება წარმატებულად შეაფასეს.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი