დ. მესტიის N2 საჯარო სკოლის ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი „წიგნის ქურდი“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლამ მიიღო:
1. ლენჯერის N1 საჯარო სკოლა;
2. მესტიის N2 საჯარო სკოლა;
3. მესტიის N1 საჯარო სკოლა;
4. იდლიანის საჯარო სკოლა;
5. მულახის (ჭოლაში) საჯარო სკოლა;
6. მულახის (მუჟალი) საჯარო სკოლა;
7. წვირმის საჯარო სკოლა;
8. მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია.
პროექტის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, თაკო საჯაია.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 100-ამდე მოსწავლემ, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
უმცროსი ასაკი - 9 ჯგუფი;
საშუალო ასაკი - 9 ჯგუფი;
უფროსი ასაკი - 4 ჯგუფი.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით საპრიზო ადგილები მოიპოვეს:
პირველი ტური - უმცროსი ასაკის ჯგუფი:
I – მესტიის N2 საჯარო სკოლის გუნდი „წიგნის ჭიები“ (კაპიტანი - ნიკოლოზ რატიანი);
II – მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი „მებრძოლი ტვინები“ (კაპიტანი - ლიზი თამლიანი).
III - მულახის (ჭოლაში) საჯარო სკოლის გუნდი „ფიალარი“ (კაპიტანი - ნინო ქურდიანი);
მეორე ტური - საშუალო ასაკის ჯგუფი:
I – მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი „მაკონდო“ (კაპიტანი - ქეთი ხვიბლიანი);
II – მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი „ედელვაისი“ (კაპიტანი - თინათინ ჯაფარიძე);
III - მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი „ფენიქსი“ (კაპიტანი-თამარ ჯაფარიძე).
მესამე ტური - უფროსი ასაკის ჯგუფი:
I – მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი “მელიფერი“ (კაპიტანი - ანანო ჯაფარიძე);
II – მულახის საჯარო სკოლის გუნდი „ნეფერტარი“ (კაპიტანი - მაკა ქურდიანი);
III - მესტიის N1 საჯარო სკოლის გუნდი „ცოდნის სანთელი“ (კაპიტანი - ლიზი ჯაფარიძე).
პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა ქების სიგელი, ხოლო საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ წიგნებითა და ქების სიგელებით.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.