მიხეილ სააკაშვილი: ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას
30-10-2015, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.


"სატელეფონო საუბრებს იწერენ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ ამუშავებენ პუტინის სპეცსამსახურები და სწორედ ამ ფორმით ხდება რუსული საიტების მიერ გავრცელება. ეს სრულიად აშკარად ატარებს მორიგი სპეცოპერაციის ხასიათს. მე სხვა რამ უფრო მაღელვებს - ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი "ლიბერალი" მზადაა ჩემს მიმართ პირად კომპლექსებს და ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი. ასე მოხდა 2012 წელს და ამავე გზას ადგანან დღესაც. საბედნიეროდ, დღეისთვის ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას", - წერს სააკაშვილი.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყოველგვარი შანტაჟის და მუქარის მიუხედავად ქართველი ხალხი დაიცავს თავის თავისუფლებას და არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვინაიდან დღეს ეს ერთი და იგივეა.


"მე ჯერ კიდევ 2012 წელს ზუსტად ვიწინასწარმეტყველე, რომ ივანიშვილი აუცილებლად მიადგებოდა "რუსთავი 2"-ს. თუ ახლა არ მოხდა გაერთიანება და სიტყვის თავისუფლების დაცვა, რაც ერთი და იგივეა, მაშინ შეგვიძლია დავემშვიდობოთ თავისუფალი არჩევნების იდეასაც კი, და შემდგომში ბევრად უფრო დიდი ექსცესების ფასად დაგვიჯდება თავის დახსნა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი