ირაკლი ღარიბაშვილი: წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, პესიმისტური სცენარით, 7%-ზე მეტი იქნება, ოპტიმისტური სცენარით, შეიძლება 10%-ზე მეტიც იყოს
09-06-2021, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას; ის ტენდენციები, ტრენდი და პოზიტიური სიგნალები და განწყობები, რაც ბიზნესიდან მომდინარეობს, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და იმედს, რომ ძალიან სწრაფად ხდება ეკონომიკის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება და ექსპერტები ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას პროგნოზირებენ.

 

 

„ეს ყველაფერი გვიქმნის ძალიან პოზიტიურ ფონს და განწყობას იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგება ძალიან სწრაფად. ეკონომიკის აღდგენა უკვე დაიწყო, 45% იყო აპრილის თვეში ეკონომიკის ზრდა, რაც იყო უპრეცედენტო მაჩვენებელი და უნიკალური შემთხვევა. მაისშიც ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალ შედეგს ველოდებით. შესაბამისად, წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, პესიმისტური სცენარით, 7%-ზე მეტი იქნება, ოპტიმისტური სცენარით, შეიძლება 10%-ზე მეტიც იყოს, ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, უფრო გახსნილ ეკონომიკას, მეტ ტურისტს, რაც მთლიანობაში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი