ეს არის ტყუილი, არავითარი ცვლილება არ იგეგმება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შეცვლის თუ არა იგი ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს სპეკულაციები დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციიდან მომდინარეობს.
„მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან, ჩვენ ვმეგობრობთ. დღეს როგორც არის შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, ასეთი ალბათ არ ყოფილა 2012-2013 წლების შემდეგ. შესაბამისად, სხვა ყველაფერი სპეკულაციები მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციიდან. მე ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს, მათ შორის ახალბედა პოლიტიკოსებს, ვისაც პრეტენზია აქვს და ვინც უნდა დაამტკიცოს თავისი ქმედებით, რომ რაღაცის შეცვლა, რაღაცის შეთავაზება შეუძლია მოსახლეობისთვის, რომ ნუ აყვებიან ამ იაფფასიან სპეკულაციებს, რომელიც მომდინარეობს დაშლილი „ნაცმოძრაობიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.