ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ამორალურია მათი მიდგომა პოლიტიკის და ჩვენი ხალხის მიმართ
30-10-2015, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილსა და ბოკერიას, ასევე სააკაშვილსა და გვარამიას შორის სატელეფონო საუბრების გავრცელებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გააცნობიერეს რომ საქართველოში დემოკრატიაა დამკვიდრებული და მათი მეთოდები - დარბევები, ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვა და ა.შ. აღარ არსებობს.


"შეუძლებელია არ შეგაძრწუნოს მართლაც იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ეს პირები და რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად, პოლიტიკის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის მიმართ.  ეს არის ის ხალხი, ვინც არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ჩვენს ოპონეტნებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, მათ შორის "იმედს" და სხვებს, ვინც ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეებისაგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული, ვინც ციხეებში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც რომ იტყვიან, საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახე. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ. ჩვენი უსაფრთხოების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი