საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ის ძირითადი საკითხი იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის ელჩთან საქართველოში პაველ ვიზდალთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა.
მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სლოვაკეთის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში სლოვაკი დამკვირვებლების კონტრიბუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე, სადაც განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივის განვითარებაში სლოვაკეთის კონტრიბუცია.
შეხვედრას სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ივან კმეტიც დაესწრო, რომელმაც დაასრულა თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში და გამოსამშვიდობებელი შეხვედრებისთვის ანკარიდან ჩამოვიდა. მინისტრმა სლოვაკ ოფიცერს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.