რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია, ეს არის წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა არის კარგი სასტარტო პირობა და სტუდენტებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებულები.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ, გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლას. ეს ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა, კარგი სასტარტო პირობები. როდესაც მე ვსწავლობდი საფრანგეთში, იქ არაერთი კარგი კამპუსი მაქვს ნანახი და გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე რაც მინახავს ევროპაში. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია ეს არის წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება, დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები,“- განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.