საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინულ საიტებზე გუშინ გავრცელებული სატელეფონო საუბრებით დაინტერესდა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
პრემიერ–მინისტრმა მოუწოდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანებელს, უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.