ბანაკ „პალდოში“ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის აქტიურ რეზერვისტთა ერთკვირიანი სწავლება მიმდინარეობს. რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადის.
დღეს „პალდოს“ სასროლეთზე სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საცეცხლე მომზადება ჩატარდა. საბაზისო ერთკვირიანი სამხედრო სწავლების გავლის შემდეგ, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები წლის განმავლობაში არაუმეტეს 45 დღე შეიკრიბებიან და სამხედრო მომზადებას გაივლიან. რეზერვისტებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდათ და ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი სამუშაო ადგილებიც შეუნარჩუნდებათ. პროგრამაში ჩართულ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
აღნიშნული სწავლების პარალელურად, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის სწავლება დასავლეთ საქართველოში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 120, ხოლო მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 85 რეზერვისტით დაკომპლექტდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.