ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა, მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ იყო პერსპექტიული პოლიტიკოსი, დღეს არის დასრულებული, ის ეკუთვნის წარსულს, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
„რადგან მასზე უფროსი ვარ და მგონია, რომ კარგია, ახალგაზრდა პოლიტიკოსები შემოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, არაერთხელ, მის დაკავებამდე და პატიმრობის განმავლობაშიც მივეცი ინტერვიუ და გავაკეთე განცხადებები იმის გამო, რომ ის ამას შეისმენდა, ვინაიდან, როგორც ვიცი, და ეს კარგად მომეხსენება, ყველა საკანში არის წვდომა ტელევიზიაზე. მას ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, როცა მე ვიყავი მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მერეც ჰქონდა. ამიტომ ის უსმენდა, მაგრამ არ შეისმინა. მე ვამბობდი, რომ საჭიროა გირაოს გადახდა, საჭიროა კანონმორჩილება იმისთვის, რომ პოლიტიკოსად შედგე. მან ეს ვერ მოისმინა, ეს არ შეისმინა. სამწუხაროდ, ალბათ, არ გაიგო სხვა რჩევებიც კეთილი ადამიანების, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. შესაბამისად, დღეს, სამწუხაროდ, ის არის დასრულებული, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ, თქვენ რომ მეკითხებით, რას ფიქრობთ, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მეასეხარისხოვანი, რადგან ჩვენ უკვე წარსულის ახალგაზრდა პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.