მადლი მოგცეთ უფალმა, სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას.
პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ გვიწერია იგივე გზა, ღმერთი მოწყალეა. სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ „სიხარულითა დიდითა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა.
მადლი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. მე მოგილოცეთ ეს დღესასწაული და სიტკბო მოგიტანეთ, რასაც თქვენ ხედავთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ, როგორც ამას საპატრიარქოს უწყებანი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.