საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალურ ვიზიტად ეწვია
10-06-2021, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

 

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

 

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ევროპელი და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობასთან მიმართებაში.

 

 

„ვიზიტის დრო უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში არსებული ახალი გეოპოლიტიკური ფონი საჭიროებს მუდმივ კოორდინაციას და კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან. ვიზიტის ფარგლებში განხილვის ძირითადი თემები იქნება ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობები უარღესად მზარდი დინამიზმით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოება, მეტი ტურისტის ხილვა საქართველოში პოსტპანდემიურ პერიოდში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, სოლიდარობა, რომელიც ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან გვქონდა პანდემიის პერიოდში და რა თქმა უნდა, განვიხილავთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს უახლოესი ნატო-ს სამიტის კონტექსტში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში და დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი