პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ყველას მოუწოდა, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, რომ თავი შეიკავონ "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის პოლიტიზებისა და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან.
"სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით სასამართლოს და მოსამართლეს, რომ მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება, ნებისმიერ საკითხზე. ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს, უპირობოდ, მედიის თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება "რუსთავი 2" თან დაკავშირებული სასამრთლო დავა. საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.