ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს
11-06-2021, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 


მისი თქმით,საქართველოს პრეზიდენტმა აჩვენა დიდი მცდელობა, გაერთიანებულიყო ქვეყანა და განხორციელებული რეფორმები და სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.

 


„ნამდვილად მიხარია, რომ შემიძლია, პირველად ვიყო თქვენს ქვეყანაში პრეზიდენტის რანგში. აქამდე გაგებული მქონდა, როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო. ახლა შემიძლია, დავადასტურო, ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის. მახსოვს, ჩვენი შეხვედრა 2019 წელს, ვილნიუსში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა აკავშირებთ ძლიერი კავშირები. პირველ რიგში, ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ. ასევე, ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები.

 


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, გაერთიანებულიყო ქვეყანა და განხორციელებული რეფორმები და სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ასევე, თავის დროზე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ. ჩვენი გზა არ იყო მარტივი და ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი ტაქტიკური მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, ვხედავთ ასეთ მონდომებას ქართველ ხალხში. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი