პრემიერი თავის დაპირებებში არის არათანმიმდევრული და ხშირად ცრუობს - გვარამიამ სპეციალური განცხადება გააკეთა
30-10-2015, 03:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 


„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს და ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერის საგანგებო განცხადებას ეხმაურება. გვარამიამ სპეციალური გაცხადება, ცოტა ხნის წინ, „რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 


„ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში პროცესები გამწვავდა და ამ გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „რუსთავი-2“-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე. საქართველოს მთავრობამ, სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა „რუსთავი-2“ და იძულებული გაგვხადა ვეძებოთ კონსტიტუციით გარანტირებული სხვა გზები, საიმისოდ, რომ დავიცვთ ჩვენი უფლებები და თავისუფლება.

 


მიუხედავად ამ იძულებისა, მიუხედავად იმ რეჟიმისა, რომელშიც მთავრობა გვამყოფებს კვირეების განმავლობაში, ეს იყო უწყვეტი სტრესი, შანტაჟი, ზეწოლა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულაბა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა. ამ გეგმის დეტალებს ხელისუყფლებას ვერ გავაცნობთ, რადგან ის ჩვენი მოწინააღმდეგეა.

 


თუმცა, შემიძლია ვთქვა რო „რუსთავი-2“ არ ფიქრობს რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარზე, მთავრობის შეცვლა და ვიღაცის მოყვანა მთავრობაში არ არის ჩვენი კომპეტენცია, არ არის ჩვენი ინტერესი. ჩვენი ინტერესი არის ხელშეუხებელი და სამართლიანი. ეს არის თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სამართლიანად და სწორად. და ეს ინტერესი არის კონსტიტუციით გარანტირებული ლეგიტიმური ინტერესი.

 


რას ფიქრობენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და მათ შორის, ხელისუფლება ჩვენთვის არის მეორეხარისხოვანი. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ხელისუფლება არ გადავიდოდა წითელ ხაზებს და არ მოახდენდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად რადიკალიზაციას. ბოლო ორი დღის განვითარებულმა მოვლენებმა ეს რწმენა შემირყია.

 


მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ, პრემიერი დაგვპირდა ყველას, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული, მისი ეს სიტყვები ჩემთვის არის არასარწუმო, რადგან პრემიერი თავის დაპირებებში არის არათანმიმდევრული და ძალიან ხშირად ცრუობს, მათ შორის, ჩვენთან.

 


ჩვენ დღეიდან ვიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ თვითონ დავიცვათ კომპანიას, ოღონდ დავიცავთ ბოლომდე. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთოებაზე, იმდენად რამდენადაც არ გვაქვს კომპეტენცია. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ გარანტიას, რომ აქ შემოსული ადამიანებიდან ვინმე არ იქნება პროვოკატორი და არ მოინდომებს პროცესების პროვოცირებას იმგავრად, როგორც სასურველია ეს რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, ან ხელისუფლებისთვის. პროვოკატორები შეიძლება არსებობდნენ ჩვენ შიგნითაც, ესენი არიან მთავრობის მიერ მართული პროვოკატორები. ამიტომ ჩვენ აღარ მოვუწოდებთ არავის, რომ მოვიდნენ ტელეკომპანიის დასაცავად.

 


ძალიან დიდი მნიშვნელობის და წონის საკითხია სასწორის პინაზე, ერთის მხრივ, ეს არის სიტყვის თავისუფლება, მეორეს მხრივ მშვიდობა ქვეყანაში. ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და მთავრობამ დაიცვას მშვიდობა. ჩვენ ამაში მათ ხელს შევუწყობთ, ჩვენის მხრივ ვაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია რომ არის მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი. კომპანიას დავიცავთ ჩვენი ძალებით და თუ ვინმეს ესვრიან, გვესროლონ ჩვენ“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი