ლაშა ხუციშვილი: 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე
11-06-2021, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

 


მისი თქმით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის აპრილში რეალური აქტივობა შემცირდა 47 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ ამ სექტორში 110 პროცენტი შეადგინა.

 


„სამშენებლო-დეველოპერული სექტორი, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური სექტორია მისი პოტენციური გავლენებით უამრავ სექტორზე, მათ შორის, საფინანსო სექტორზე და რაც მთავარია, საზოგადოებაზე. ჩვენს ქვეყანას ახსოვს 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ დეველოპერულ კომპანიათა გაკოტრების, ასევე, გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი პრობლემების მასშტაბები. ჩვენი მიზანი იყო სწორედ ამ რისკის თავიდან აცილება და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან წარმატებული პროგრამით, შევძელით მსგავსი პრობლემებისგან თავის დაცვა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი