GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ზაბილ გოჯაევი თავის სამუშაო კაბინეტში - 2019 წლის აგვისტო
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, მარნეულის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ზაბილ გოჯაევი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავა.
როგორც GUARDIAN.GE-ის აზიზქენდის საჯარო სკოლაში უთხრეს, გოჯაევს სკოლის დირექტორობისას თავის სამუშაო კაბინეტში სავარაუდოდ, არაერთგზის სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელთან, რომელიც გოჯაევის დაკავების შემდეგ სკოლაში არ დადის. აზიზქენდის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 10 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გოჯაევი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა უკანონოდ გავრცელდა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ზაბილ გოჯაევს, რომელიც მარნეულის რესურსცენტრის უფროსად 2 ივნისს დაინიშნა, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე, ერთ კვირაში, 9 ივნისს, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე დაატოვებინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.