მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან სოფელ ბარშამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 1 170 742 ლარი.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 2044 მეტრს. პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2022 წლის დეკემბრამდე. გზის საფარი მოეწყობა მონოლითური ცემენტ-ბეტონის საფარით.
გზის ღერძის მარჯვნივ არსებულ ღელეზე, რომელიც გამუდმებით აზიანებს სავალ ნაწილს, მოეწყობა 2 მეტრი სიმაღლის დამცავი ნაგებობები, რომელიც გზის პროფილის გასწვრივ მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს ელექტრონულ ტენდერში (NAT210004333) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „კოლხიდა“, ხოლო პროექტზე ზედამხედველობას განახორციელებს შპს „ჯეო ექსპერტი“. პროექტი სრულად ფინანსდება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
გზების რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების სრული დაცვით.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.