გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება
12-06-2021, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ კადეტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩაატარა.

 


დღეს კი, საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდა. ლიცეუმში სწავლის მსურველი მოსწავლეები მშობლებთან ერთად ქუთაისში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი მიესალმა და ყურადღება ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოზე, დისციპლინასა და ლიცეუმის მიზნებზე გაამახვილა. კადეტებმა კი, ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

 


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, სასწავლო ლაბორატორიები, სიმულაციური კლასები და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებასა და ტექნიკასაც გაცნობოდნენ, ლიცეუმის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ექსპერიმენტი ენახათ და რობოტექნიკის ლაბორატორია დაეთვალიერებინათ, რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებითაა აღჭურვილი. ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 21 ივნისიდან დაიწყება და 4 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი