„რა ჯანდაბად მინდა თქვენი 1 მანდატი ან 10. გითხარით, რომ ან იქნება უმრავლესობა, 80 მაინც, მანდატები, ან კისრები გიტეხიათ სამუდამოდ“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიასთან 9-წლიანი პაუზის შემდეგ სტუმრობისას.
ნათელაშვილი კვლავ ჯიუტად აცხადებს, რომ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა, რადგან „ხალხის ფსიქოლოგიაზე იქნება ეს ძალიან დიდი დარტყმა“.
„ყველა რომ შეყაროს და ყველა რომ დაგვიმორჩილოს [ბიძინა ივანიშვილმა], ხალხის ფსიქოლოგიაზე იქნება ეს ძალიან დიდი დარტყმა, კიდევ უფრო მეტი დეპრესია, უნდობლობა და ხელის ჩაქნევა წავა და რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებზე იფიქრებენ, ამათ არც სიტყვის, არ ფიცის, არაფრის არ სჯერათ. რამდენჯერ ვთქვით, რამდენჯერ გითხარით, არ შევალთ, გაყალბებული პარლამენტია, არ გავუთეთრებთ, არ დავჯდებით იქ, არ გავხდებით თანამონაწილეები დანაშაულის და ახლა, უცბად, იქ მხედავთ პარლამენტის დარბაზში. და მეორეც, მე მინდა ვუთხრა იმ ავყია ცილისმწამებელ ოპონეტებს, რომლებიც ამბობენ, რომ მანდატისთვის იბრძვის ნათელაშვილი, უბრალოდ, თქვენ მიწაც არ უნდა გეღირსოთ, ისეთი ბოროტები ხართ. რა მანდატისთვის ვიბრძვი?! 22-კაციანი ჯგუფი მყავდა პარლამენტში და კიდევ 50-კაციანი, „აღორძინება“ რომ შემოვიერთე, ჯგუფი მყავდა, რა ჯანდაბად მინდა თქვენი 1 მანდატი ან 10. გითხარით, რომ ან იქნება უმრავლესობა, 80 მაინც, მანდატები, ან კისრები გიტეხიათ სამუდამოდ. ამათი მანდატი მინდა მე. რა თქმა უნდა, ჩემს მომხრეებს, უანგაროებს და ეროვნულ ოქროს, ბოდიშს ვუხდი, მათ არ ეხებათ ეს.
ყველაზე კრიტიკულ პერიოდშიც კი, 7-ზე დაბლა არ ჩამოდის ჩვენი რეიტინგი და 1 პროცენტის დაწერა გაბედეს, ხომ წარმოგიდგენიათ. როგორ შეიძლება, ჯერ მარტო შეურაცხყოფა მივაყენო საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს, 30 წელი რომ მოგვყვებიან, რომ 1 პროცენტი ვაღიარო მე, ამას შევურიგდე და იმ 1 მანდატით, კინკილათი, შევკინკილდე და დავჯდე ალეკო ელისაშვილის და „გირჩის“ გვერდზე. ეს არის საკითხი, რომელიც, რომ იყოს არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლეზე, ავირჩევ სიკვდილს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.