პროკურატურამ მარნეულის სოფელ აზიზქენდის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, მარნეულის რესურსცენტრის ყოფილ უფროსს, ზაბილ გოჯაევს ბრალდება წარუდგინა
12-06-2021, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

     

    GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ზაბილ გოჯაევი თავის სამუშაო კაბინეტში - 2019 წლის აგვისტო

 

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, მარნეულის რესურსცენტრის ყოფილ უფროსს, ზაბილ გოჯაევს, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით არის დაკავებული, ბრალდება წარუდგინა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის აზიზქენდის საჯარო სკოლაში უთხრეს, გოჯაევს სკოლის დირექტორობისას თავის სამუშაო კაბინეტში სავარაუდოდ, არაერთგზის სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელთან, რომელიც გოჯაევის დაკავების შემდეგ სკოლაში არ დადის. აზიზქენდის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

 

 

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტის დადგენისა და მასში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 10 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გოჯაევი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

 

 

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

 

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა უკანონოდ გავრცელდა.

 

 

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 


ზაბილ გოჯაევს, რომელიც მარნეულის რესურსცენტრის უფროსად 2 ივნისს დაინიშნა, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე, ერთ კვირაში, 9 ივნისს, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე დაატოვებინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი