“ჩანაწერების ავტორებს და სულისჩამდგმელებს იმედები უნდა გავუცრუო – "რუსთავი-2" დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია" - ზაალ უდუმაშვილი
30-10-2015, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

“ჩანაწერების ავტორებს და სულისჩამდგმელებს იმედები უნდა გავუცრუო – "რუსთავი 2" დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია, ამისთვის შეგვიძლია მადლობაც გადაგიხადოთ” , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, საინფორმაციო სამსახურის წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

 

 

"ბოლო თვეების განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იყო სასამართლო, რომელსაც, პრაქტიკულად, სახე დაკარგული აქვს და ეს ჩვენმა პროცესებმა აჩვენა. თუმცა, ბოლო დღეებში, ახალი იარაღი გამოჩნდა და ეს არის შანტაჟი. "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიას ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოებით, შემდეგ ვიდეო და აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და ეს მუქარა გუშინ ხელისუფლებამ ნაწილობრივ აღასრულა. მე მგონი ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი იმაში, რომ შანტაჟს ჰქონდა ადგილი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ამ შანტაჟის მთავარი მიზანი ორი რამ იყო. პირველი: დაეზარალებინათ თავად ნიკა გვარამია და მეორე: შეეტანათ განხეთქილება "რუსთავი 2"-ში. მე მინდა ამ ჩანაწერების ავტორებს და სულისჩამდგმელებს ვუთხრა და გავუცრუო იმედები – ამ ჩანაწერებით ნიკა გვარამია ვერაფრით ვერ დაზარალდება” - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი