თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 13 ივნისი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
„ეს დღე ერთ-ერთი უმძიმესი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყველას გვახსოვს, 2015 წლის 13 ივნისს რამხელა ტრაგედია დატრიალდა. ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ასევე, უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები ჩაერთნენ სალიკვიდაციო სამუშაოებში, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ მათი სახით. მინდა, 6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ვინც გვერდით ედგა დაზარალებულებს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათთვის ტკივილი შეემსუბუქებინა", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა იმ პრევენციულ და აღდგენით ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ განხორციელდა.
„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით, მთელი რიგი პროექტები განხორციელდა. დამონტაჟდა სამონიტორინგო და საალარმე სისტემა, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება იმ კონკრეტული არეალის კონტროლი, საიდანაც მეწყერი წამოვიდა. გარდა ამისა, ხეობაში დამონტაჟდა ორი შემაკავებელი ცხაური. ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვერის ხეობის გამაგრების სამუშაოები. როგორც იცით, ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული არეალები დააზიანა და შესაბამისად, მის აღსადგენადძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ექსპერტების მხრიდან იყო გაცემული, გათვალისწინებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თბილისის მერის მოადგილეებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.