(GUARDIAN.GE) - ისრაელის ახალმა პრემიერ მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა პირობა დადო, რომ გააერთიანებს ქვეყანას. მან თქვა, რომ თავისი მთავრობა „ყველა ხალხისთვის იმუშავებს“ და დაამატა, რომ პრიორიტეტი განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები იქნება.
ნაფტალი ბენეტის ულტრა-მემარჯვენე კოალიციურ მთავრობას ისრაელის ქნესეთში 60-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 59 იყო. მან ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელსაც ბოლო 12 წლის განმავლობაში უწყვეტად ეკავა პრემიერ მინისტრის პოსტი.
ბენეტი, რომელიც „იამინას პარტიის“ ლიდერია, 2023 წლის სექტემბრამდე იქნება პრემიერ მინისტრი, რის შემდეგაც ძალაუფლებას შემდგომი 2 წლით იაირ ლაპიდს, ცენტრისტული „იეშ ატიდის“ ლიდერს გადასცემს.
ნეთანიაჰუ - ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომსახურე პრემიერ მინისტრი - მემარჯვენე ფრთის „ლიკუდის პარტიის“ თავმჯდომარედ რჩება და ოპოზიციის ლიდერი იქნება.
ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში 4 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებით 2-წლიანი პოლიტიკური ჩიხი დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.