დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი
14-06-2021, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული და მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით.

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი. მაღალი დონის წარმომადგენლობა იქნება - სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული. მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

 

 

ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი