ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, 14:35 საათიდან, ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა მეტროს პირველ ხაზზეც და მატარებლები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ დიდუბის მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ.
შეფერხების მიუხედავად, არც ერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა, - აღნიშნავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ამ ეტაპზე ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა.
ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დედაქალაქისა და რეგიონების დიდ ნაწილს შეუწყდა. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, ელექტრომომარაგების შეწყვეტა ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და „ენგურჰესის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.
„ენგურჰესში“ აცხადებენ, რომ ავარიულად გათიშული ოთხი აგრეგატიდან ერთი უკვე ჩაირთო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.