განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სარგებლობაში არსებული ქონების გათავისუფლებას ქონების გადასახადისაგან.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და ავტორმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა, ცვლილებებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული იმ უძრავი ქონების გათავისუფლება ხდება ქონების გადასახადისგან, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოიყენება.
მისი ინფორმაციით, ცვლილების აუცილებლობა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი სასწავლებლების სიპად გადაკეთებამ, რის შედეგადაც უმაღლესი სასწავლებლის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ქონებები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გამოიყენება, დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმში აღმოჩნდა.
„უმაღლესი სასწავლებლები წელიწადში ოთხ მილიონ ლარამდე თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან და ეს თანხები საგანმანათლებლო სექტორში საჭიროებებისათვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, გიორგი ამილახვარის, თამარ ტალიაშვილის და მარიამ ლაშხის ინიციატივას წარმოადგენს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.