ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს
14-06-2021, 19:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

 


„მეუფე სპირიდონი თავის ნებით დაბრუნდა ეპარქიაში. პატრიარქის გადაწყვეტილებაა. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე. დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც დარჩენა უნდათ. ძალადობით არც არავის ტოვებენ. უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ბენეფიციარს ესაუბრებით, აქვს უფლება და ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჰყავდეს ადვოკატი. მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით, გაგვეკეთებინა ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით, რომ გარკვეული მოვლენების გამო, მეუფეს ამის გაკეთება არ დასცალდა. მალე იხილავთ იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა ერთ წელიწადში. გავაგრძელებ იმ საქმეს და ვფიქრობ, ხარისხიანადაც გავაკეთებთ. საერთოდ, სადაც ძალიან დიდი დაწესებულებაა, ვთქვათ სიმართლე, სკოლაში ხომ არის ბულინგი, ჯარში, იქაც არის უმცროს-უფროსობა, მსოფლიოს ყველა ჯარშია ეს. ებრძვიან, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. მცირე-მცირე, საოჯახო რომ იქნება, იქაც დაზღვეული არ ხარ, მაგრამ უფრო მეტად დაზღვეული ხარ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა და დაამატა, რომ პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

 


„რამდენ ბენეფიციარსაც ენდომება დარჩენა, იმდენი დარჩება. მოძალადეები ხომ არ ვართ. თქვენი ინტერესი რა არის, დაიცალოს ახლავე, თუ ვისაც უნდა ყოფნა, იყოს და მერე, როცა მოხდება სახეცვლილება, იმაში მოხვდნენ. ასევე, სოციალური მუშაკები სულ მათთან არიან, მათი დაკვირვების ქვეშ და ბავშვების საუკეთესო ინტერესებს გავითვალისწინებთ აუცილებლად. შემოსული ვარ, რათა სიტუაციას გავეცნო. არ ვარ დახურული ადამიანი. თუ რამე შეცდომაა, ჩემს შეცდომაზეც ვსაუბრობ ხოლმე. ჯერ ჩემსას ვხედავ, შემდეგ სხვისას.

 


სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ შემოსული. კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი. ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არასწორი და მაგაზე ვიდავებთ აუცილებლად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 


საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და „ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი