უფლებადამცველი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მიმართავს
30-10-2015, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა „რუსთავი 2“- ის ყველ ჟურნალისტს მოვუწოდო, არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვონ, რადგან ეს ადამიანი სიტყვის თავისუფლებას არ ემსახურება. ჟურნალისტი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს არ უნდა ეწირებოდეს“, – ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.


გურამ ადამაშვილის შეფასებით, გუშინ უკრაინული მედიის მიერ სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას საუბრის ჩანაწერები სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს შეიცავს.


„გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერები გადატრიალების მცდელობა იყო. საუბარში ჩანდა, თუ როგორ ემზადებიან ისინი დაპირისპირებისათვის. ეს არიც გადატრიალების მცდელობა. ჟურნალისტები ნამდვილად უნდა ემსახურებოდნენ თავისუფალ სიტყვას, სიმართლეს და საზოგადოების ნებას. „რუსთავი 2“ თავად გვარამიას განცხადებითვე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ამის შემდეგ გამოდის გვარამია და საზოგადოებას ეუბნება, რომ მას სიტყვის თავისუფლებას ართმევენ. ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესები“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.


უფლებადამცველმა პრეზიდენტ მარგველაშვილს მოუწოდა, რომ ნაცვლად სიტუაციის დაძაბვისა, მან პირიქით, სიტუაცია გაანეიტრალოს. ადამაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ „რუსთავი 2“- ის საქმის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებაში არეულობის შემოტანის ნიშნები იკვეთებოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი