დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში იწვევს
15-06-2021, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს სწერს.

 

 

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში იწვევს.

 

 

„ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეს, ასევე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების ნებას ჭეშმარიტად მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში. ნება მომეცით, მოგიწვიოთ უკრაინაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს,“- აღნიშნულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი