სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გახსნა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, ნიკო თათულაშვილმა და სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა.
პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი და მას სამოქალაქო ოფისის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების და სსიპ-ების თანამშრომლები ესწრებიან.
კურსის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზოგადი მიმოხილვა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.